https://sputnik-georgia.com/20260324/tbilissa-da-kiolns-pirdapiri-reisebi-daakavshirebs-297779270.html
თბილისსა და კიოლნს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
თბილისსა და კიოლნს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
Sputnik საქართველო
ამ დრომდე თბილისსა და კიოლნს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T21:52+0400
2026-03-24T21:52+0400
2026-03-24T21:52+0400
საქართველო
გერმანია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/18/297778358_0:688:1529:1548_1920x0_80_0_0_a2e2eab15aac7daa5a52a8235a6d5c28.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით ავიარეისები 2 ივლისიდან კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A3200-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება. უწყების ცნობით, კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნეს-კონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ფასი ამ მომენტისთვის ეკონომ-კლასის შემთხვევაში 194-დან 389 ევრომდე მერყეობს.გერმანია იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს სქართველოს გერმანიის 83.656 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა. გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან ოპერირებს. Eurowings-მა ოპერირება დიუსელდორფიდან დაიწყო, 2022 წელს კი - შტუტგარდი-თბილისის მიმართულება დაამატა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას: BASIC, SMART და BIZclass, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი. Eurowings ძირითადად ევროპის რეისებზეა ორინტირებული და 210-ზე მეტ რეისს ასრულებს.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/18/297778358_0:544:1529:1691_1920x0_80_0_0_d59165da8a58d1595ac95e13999c29ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და კიოლნს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
ამ დრომდე თბილისსა და კიოლნს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ სრულდებოდა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებით ავიარეისები 2 ივლისიდან კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A3200-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
,,ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ ახალი მიმართულების, კიოლნი-თბილისი-კიოლნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზრისთვის. ეს სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის აეროპორტისთვის, რომელიც მიმართულება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და ავიამიმართულებების დამატებაზე. გერმანია ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის, და ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბის გაძლიერება“, - აღნიშნა მან.
უწყების ცნობით, კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნეს-კონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან.
ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ფასი ამ მომენტისთვის ეკონომ-კლასის შემთხვევაში 194-დან 389 ევრომდე მერყეობს.
გერმანია იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს სქართველოს გერმანიის 83.656 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა.
გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან ოპერირებს. Eurowings-მა ოპერირება დიუსელდორფიდან დაიწყო, 2022 წელს კი - შტუტგარდი-თბილისის მიმართულება დაამატა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას: BASIC, SMART და BIZclass, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი.
Eurowings ძირითადად ევროპის რეისებზეა ორინტირებული და 210-ზე მეტ რეისს ასრულებს.