https://sputnik-georgia.com/20260324/rodemdea-sesazlebeli-mogebis-da-qonebis-gadasaxadis-gadaxda-297776817.html
როდემდეა შესაძლებელი საშემოსავლოს, მოგების და ქონების გადასახადების გადახდა
როდემდეა შესაძლებელი საშემოსავლოს, მოგების და ქონების გადასახადების გადახდა
Sputnik საქართველო
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურმა... 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T16:41+0400
2026-03-24T16:41+0400
2026-03-24T16:41+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_d3ec1de63eee1c583c9007d3ca7ee304.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენა და გადახდა 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საწარმოებს და ორგანიზაციებს 1-ლი აპრილის ჩათვლით შეეძლებათ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი არის სავალდებულო გადასახდელი, რომელიც ეკისრება ფიზიკურ პირებს მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20%-ს, მოგების გადასახადს კი იხდიან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან. გადასახადი შეადგენს 15% . 2017 წლიდან კომპანიები მოგების გადასახადს იხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ახდენენ მოგების განაწილებას დივიდენდების სახით.შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ასევე მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა წარადგინონ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია მიკრო ბიზნესმა, მცირე ბიზნესმა და საცხოვრებელი ფართის გამქირავებელმა ფიზიკურმა პიურებმა. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/03/267114301_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_beb5d01946d4511c4d6b55305a9b8c59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
როდემდეა შესაძლებელი საშემოსავლოს, მოგების და ქონების გადასახადების გადახდა
გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურმა უკვე გაუგზავნა.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების წარდგენა და გადახდა 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საწარმოებს და ორგანიზაციებს 1-ლი აპრილის ჩათვლით შეეძლებათ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი არის სავალდებულო გადასახდელი, რომელიც ეკისრება ფიზიკურ პირებს მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20%-ს, მოგების გადასახადს კი იხდიან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები თავიანთი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან. გადასახადი შეადგენს 15% . 2017 წლიდან კომპანიები მოგების გადასახადს იხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ახდენენ მოგების განაწილებას დივიდენდების სახით.
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ასევე მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა წარადგინონ 2025 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია მიკრო ბიზნესმა, მცირე ბიზნესმა და საცხოვრებელი ფართის გამქირავებელმა ფიზიკურმა პიურებმა.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია
ბმულზე.