პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის, ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ხუთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი", „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მცენარე კანაფი“, ნედლი და გამომშრალი "მარიხუანა".
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0