ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
საქმეზე ორი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
19 და 36 წლის მამაკაცები, რომელთაგანაც ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, სამართალდამცველებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული - ჯამში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „ალფა პვპ”.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0