პრემიერი: ფინანსური სექტორის სტაბილურობა საქართველოს პროგრესის ძირითადი მაჩვენებელია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე
ირაკლი კობახიძე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის და ამ პროგრესის წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც კომპანია TBC Capital-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მართავს, 450-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. კონფერენციას ესწრებიან საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებისა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და მარეგულირებლები. სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.
„წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. 10 წლის წინ მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი“, -განაცხადა კობახიძემ.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე
Премьер-министр Грузия выступает на Международной конференции по рынкам капитала в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
ირაკლი კობახიძე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ანაბრების დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც.
„ეს ნდობა მკაფიოდ გამოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია. კორპორაციული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც,“-განაცხადა კობახიძემ.
© Сourtesy of Georgian Government კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია
Премьер-министр Грузия выступает на Международной конференции по рынкам капитала в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა.
„კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და სიამაყის საფუძველია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია.
© Сourtesy of Georgian Governmentკაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია
Премьер-министр Грузия выступает на Международной конференции по рынкам капитала в Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია
„ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, აღნიშნა კობახიძემ.
2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინასწარი შეფასებით, 2024 წელთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა და 1,688.7 მლნ დოლარი შეადგინა.ზრდის მიზეზად სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების მატება სახელდება.
ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, მალტა, აშშ და აზერბაიჯანი. 2025 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული საინვესტიციო სექტორები იყო ფინანსები, დაზღვევა, უძრავი ქონება და ტრანსპორტი.
ყველა ახალი ამბავი
0