https://sputnik-georgia.com/20260324/bochorishvili-evropis-momavali-suverenitetzea-damokidebuli-297769742.html
ბოჭორიშვილი: ევროპის მომავალი სუვერენიტეტზეა დამოკიდებული
ბოჭორიშვილი: ევროპის მომავალი სუვერენიტეტზეა დამოკიდებული
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური ზრდის გარანტიაა. 24.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-24T15:00+0400
2026-03-24T15:00+0400
2026-03-24T15:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სუვერენიტეტის დაცვა მაქსიმალურად სერიოზულ მიდგომას მოითხოვს, რადგან სწორედ ის არის საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ამის თაობაზე მინისტრმა 23 მარტს ბუდაპეშტში Patriots for Europe-ის ფარგლებში გამართულ ასამბლეის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.მისი თქმით, საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური ზრდის გარანტიაა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორედ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები აძლევს ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებისა და რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას.როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ქვეყანა ათწლეულებია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისი ევროკავშირს სუვერენიტეტის დაცვის მთავარ გარანტიად განიხილავდა, რაც 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მოგვიანებით, წევრობაზე განაცხადის წარდგენის საფუძველი გახდა.ამასთან, საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი სერიოზული გამოწვევების თანხლებით მიმდინარეობს. კერძოდ, წევრობის თემა, რომელსაც მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად გამოიყენება.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ევროპის მომავალი სუვერენიტეტზეა დამოკიდებული
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური ზრდის გარანტიაა.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სუვერენიტეტის დაცვა მაქსიმალურად სერიოზულ მიდგომას მოითხოვს, რადგან სწორედ ის არის საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამის თაობაზე მინისტრმა 23 მარტს ბუდაპეშტში Patriots for Europe-ის ფარგლებში გამართულ ასამბლეის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.
„სუვერენიტეტის დაცვის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაცვა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური ზრდის გარანტიაა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორედ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები აძლევს ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნებისა და რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობას.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9,5%-ს შეადგენს წლიურად, რაც ევროპისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით არის შესაძლებელი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საფრთხე არ უნდა შევუქმნათ მშვიდობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში", - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ქვეყანა ათწლეულებია ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისი ევროკავშირს სუვერენიტეტის დაცვის მთავარ გარანტიად განიხილავდა, რაც 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მოგვიანებით, წევრობაზე განაცხადის წარდგენის საფუძველი გახდა.
ამასთან, საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი სერიოზული გამოწვევების თანხლებით მიმდინარეობს. კერძოდ, წევრობის თემა, რომელსაც მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად გამოიყენება.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.