ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თბილისში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

© Sputnik / STRINGERთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2026
გამოწერა
თბილისის ცენტრალურ გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით:
თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მიმართულება);
რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი;
ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი;
ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო „მეტეხიდან" მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით;
ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.
ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;
ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით;
კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით;
ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულები.
ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან, ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0