https://sputnik-georgia.com/20260320/strasburgsi-evropis-sasaxlis-win-evropisa-da-saqartvelos-drosebi-daesva-297695865.html
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები დაეშვა
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები დაეშვა
Sputnik საქართველო
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული. 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T13:50+0400
2026-03-20T13:50+0400
2026-03-20T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
ევროკავშირი
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24184/81/241848192_0:0:3968:2232_1920x0_80_0_0_a875c5e77e4249d57fcdded8bd781628.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ მიიღო. ევროპის სასახლის წინ დაშვებულია საქართველოს დროშაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
საქართველო
ევროკავშირი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24184/81/241848192_496:0:3472:2232_1920x0_80_0_0_02f3616b0231e99d4c06cf4dff6584a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ევროკავშირი , ევროპა
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, ევროკავშირი , ევროპა
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები დაეშვა
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ მიიღო. ევროპის სასახლის წინ დაშვებულია საქართველოს დროშაც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.