https://sputnik-georgia.com/20260320/mcxetis-meria-21-22-marts-soflebidan-tbilissi-mosaxleobas-ufasod-gadaiyvans-297709194.html
მცხეთის მერია 21-22 მარტს სოფლებიდან თბილისში მოსახლეობას უფასოდ გადაიყვანს
მცხეთის მერია 21-22 მარტს სოფლებიდან თბილისში მოსახლეობას უფასოდ გადაიყვანს
Sputnik საქართველო
სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება, აცხადებენ მცხეთის მერიაში 20.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-20T19:20+0400
2026-03-20T19:20+0400
2026-03-20T19:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23349/67/233496737_230:0:1697:825_1920x0_80_0_0_a66d4e1bc27d83394d147c0c3751da21.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება.მერია განრიგს აქვეყნებს:უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა.ილია მეორესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23349/67/233496737_413:0:1513:825_1920x0_80_0_0_d6b2732707ba2e414c1ee1eca39ca400.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
მცხეთის მერია 21-22 მარტს სოფლებიდან თბილისში მოსახლეობას უფასოდ გადაიყვანს
სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება, აცხადებენ მცხეთის მერიაში
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სპეციალურად გამოყოფილი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყოფილი იქნება მგზავრთა თბილისში გამგზავრება და უკან დაბრუნება.
უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდზე ერთობლივი მსვლელობისთვის, 21 მარტს, 11:30 საათიდან 12:00 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ქსანი, ქსოვრისი, ვაზიანი, წეროვანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, მუხრანი, საგურამო, ძეგვი, ლისი, ნიჩბისი, ნატახტარი, ახალუბანი, ძველი ქანდა.
უწმინდესის სიონის ტაძარში დაკრძალვის დღეს, 22 მარტს, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე, ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით გაემგზავრება შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებიდან: ვაზიანი, წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება, ძეგვი, წილკანი, ნიჩბისი, ახალუბანი, ძველი ქანდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე ირეკება სამგლოვიარო ზარები.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.