https://sputnik-georgia.com/20260319/qurdul-samyarostan-kavsiristvis-dakavebuli-17-braldebulidan-16-pirs-patimroba-seefarda-297683970.html
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 17 ბრალდებულიდან 16 პირს პატიმრობა შეეფარდა
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 17 ბრალდებულიდან 16 პირს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად. 19.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-19T15:05+0400
2026-03-19T15:05+0400
2026-03-19T15:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
აჭარა
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b0bc7bf12811bad4ee6296226c86f763.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად, იუწყება ქართული მედია. აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს. სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად. ბათუმის სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 17 პირთან დაკავშირებით იმსჯელა. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. "იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას. ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_e21079c2ee4afd445ad81970b1c6ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, აჭარა , ბათუმი
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის დაკავებული 17 ბრალდებულიდან 16 პირს პატიმრობა შეეფარდა
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად, იუწყება ქართული მედია.
აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს.
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად. ბათუმის სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 17 პირთან დაკავშირებით იმსჯელა.
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.
არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
"იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.
წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად.