https://sputnik-georgia.com/20260318/policiam-narkodanashaulistvis-19-wlis-axalgzrda-daakava-297645280.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის და ძალადობისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის და ძალადობისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვა პირს აიძულებდა. 18.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-18T14:00+0400
2026-03-18T14:00+0400
2026-03-18T14:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_115d652510727f08c306b2220cbde622.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 20 წლის პირს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით. მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდეუბლი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებულს 20 წლის პირის მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული მას ფიზიკურად უსწორდებოდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824948_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_dbadd07fcf5435f5962c97ea2f3a02ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის და ძალადობისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავა
ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვა პირს აიძულებდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 20 წლის პირს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით.
მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდეუბლი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გარდა ამისა, ბრალდებულს 20 წლის პირის მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული მას ფიზიკურად უსწორდებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.