https://sputnik-georgia.com/20260317/saxelmwifo-sazrvris-ukanonod-kvetis-faqtze-sami-piri-daakaves-297617914.html
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-17T14:51+0400
2026-03-17T14:51+0400
2026-03-17T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262036757_85:73:2268:1301_1920x0_80_0_0_d3630a248555c8644ff285ca5be2548e.png
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულები, რომელთა ასაკი 29-დან 51 წლამდეა, სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალესა" და "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. მათ საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას ედავება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, ხოლო მესამე ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262036757_0:199:1469:1301_1920x0_80_0_0_eedb5551ee2bfeba8aa62d265b1eac65.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 29-დან 51 წლამდეა, სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალესა" და "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. მათ საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, ხოლო მესამე ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.