https://sputnik-georgia.com/20260317/regionebsi-mosaxleobas-kibos-b-da-c-gepatitis-aiv-infeqciis-skriningi-ufasod-cautardebat-297618662.html
რეგიონებში მოსახლეობას კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ
რეგიონებში მოსახლეობას კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ
Sputnik საქართველო
სკრინინგის აქციების მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. 17.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-17T15:31+0400
2026-03-17T15:31+0400
2026-03-17T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/73/239127380_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_1e85ac5358e32564d6119e9a09c4ad68.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სკრინინგის აქციები 16 მარტს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოკვლევებს ადგილზე თანამედროვე მეთოდებით კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჩაატარებს.მათივე ცნობით, სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები კი უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე. აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება. სამედიცინო დაწესებულებებისა და თარიღების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ბმულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/73/239127380_53:0:2784:2048_1920x0_80_0_0_8d5b6a6beb8522873ed0dc559a8271e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
რეგიონებში მოსახლეობას კიბოს, B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ
სკრინინგის აქციების მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკრინინგის აქციები 16 მარტს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოკვლევებს ადგილზე თანამედროვე მეთოდებით კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჩაატარებს.
"სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია", - აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები კი უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას.
არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება.
სამედიცინო დაწესებულებებისა და თარიღების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია
ბმულზე.