https://sputnik-georgia.com/20260316/saqartvelo-msvidobis-kunzuli-prezidenti-gare-zewolebze-da-stabilurobis-senarcunebaze-297608711.html
საქართველო „მშვიდობის კუნძული“ - პრეზიდენტი გარე ზეწოლებზე და სტაბილურობის შენარჩუნებაზე
საქართველო „მშვიდობის კუნძული“ - პრეზიდენტი გარე ზეწოლებზე და სტაბილურობის შენარჩუნებაზე
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დროს თბილისზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც თან ახლდა დეზინფორმაცია და ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობები. 16.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-16T20:04+0400
2026-03-16T20:04+0400
2026-03-16T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:72:1364:839_1920x0_80_0_0_78ea410b0c3f56905430f516696ac66e.jpg
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის გარშემო არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და საზოგადოებას, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ხელისუფლება წინასწარ მოემზადა პოტენციური გამოწვევებისთვის და ატარებდა თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე იყო ორიენტირებული.საზოგადოების მხარდაჭერა და „მშვიდობის კუნძული“მისი თქმით, მნიშვნელოვანი ამოცანა იყო საზოგადოების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რისკების შესახებ. ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა სტაბილურობის შენარჩუნებაში.პრეზიდენტის თქმით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე. მისი თქმით, სერიოზული ზეწოლის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და აიცილა პანიკა და ქაოსი.ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მომავალზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მთავრობას, არამედ თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს განვითარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად.პრეზიდენტმა მთავარ პრიორიტეტებად უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება დაასახელა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, ისტორიული გამოცდილებისა და პრაგმატული მიდგომის საფუძველზე, მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევისთვის.ზეწოლა უკრაინაში კონფლიქტის ფონზეპრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ქვეყანას ამ მოვლენებში თავისი როლი უნდა ეთამაშა.ყაველაშვილის თქმით, დეზინფორმაციის ნაკადი, უკრაინის ხელისუფლების რჩევები, მედიის მეშვეობით ზეწოლა და მოხალისეების გაგზავნის მცდელობები ერთი ძალის მიერ იყო კოორდინირებული. საქართველოს ხელისუფლების მიზანი იყო საზოგადოების რაც შეიძლება სწრაფად ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ და ეროვნული ინტერესების დაცვა.მისი თქმით, საქართველოს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძირითადი ნაწილი მოსახლეობის ინფორმირებული და მზადაა ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არავის მისცეს პროვოკაციის და რაიმე ექსცესის საშუალება.როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან მშვიდობა საჭიროა ქართული იდენტობის და წინა თაობების მიღწევების დასაცავად.„მუდმივად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მტკიცედ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები... ერთი დაშვებული შეცდომა ანადგურებს მთლიანად, რაზეც მე ვილაპარაკე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გარე გავლენაპრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდი ხანია გამოიყენებოდა ზეწოლის ინსტრუმენტად და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ხელისუფლების შეცვლისკენ იყო მიმართული.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ საზოგადოების რაღაც ნაწილის მაინც დამორჩილებას.„ის ძირითადი ბირთვი, რომელიც მხარში დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრს, შეიძლება, რიგ შემთხვევებში არ მოსწონდეს ხელისუფლების ქმედებები, მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნებს ეს საზოგადოება, ჩვენი ქართული, გონიერი საზოგადოება, მათ ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისი შედეგებიც დადგა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე და კომენტარი გააკეთა ევროპული ქვეყნების ქმედებებზე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არ დაურბევია. მისი თქმით, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა ძალადობაზე რეაგირება იყო, მათ შორის პარლამენტში შეჭრის მცდელობები და პიროტექნიკის, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება.პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს ჰგავს და არა პასუხების მიღების შემდეგ შედგენილს.მან ასევე განაცხადა, რომ მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა არ მიუღია და მოუწოდა იმ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებისკენ, რომლებიც თბილისის პოზიციას აღიარებენ.პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური ოპოზიციაპრეზიდენტი ასევე შეეხო პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და რადიკალური ოპოზიციის როლს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში.ყაველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ ვინ არის დიალოგში „მეორე მხარე“, რადგან ფაქტები, მისი მტკიცებით, აჩვენებს, რომ ზოგიერთი რადიკალური ჯგუფი გარედან კონტროლდება და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების განვითარებისთვის ჯანსაღი ოპოზიციაა საჭირო, თუმცა, მისი თქმით, მის ფორმირებას ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა უშლის ხელს.ყაველაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალურ ძალებს გარე მფარველები აკონტროლებენ და მათი ბრძანებით მოქმედებენ, რასაც ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „სამოქალაქო საზოგადოების“, როგორც აქტივისტების ცალკეული კასტის იდეა და გაიხსენა „ვარდების რევოლუციის“ შედეგები, რომლის შემდეგაც ხელისუფლებაში რადიკალი ლიდერები მოვიდნენ.მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების ამჟამინდელი პროცესი საზოგადოების პატრიოტულ სეგმენტთან დიალოგისკენაა მიმართული, მაშინაც კი, თუ ეს ნაწილი არ ეთანხმება მთავრობის ქმედებებს.პრეზიდენტმა დასძინა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ძალადობრივი გზით დაამხონ მთავრობა ფეიკ-ნიუსების, რეზოლუციების და ორგანიზებული საპროტესტო აქციების გამოყენებით.ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს დიალოგს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან და არ დაუშვებს რომ რადიკალური ჯგუფების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპაში.დიდი ბრიტანეთის სანქციები მედიის წინააღმდეგპრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და PosTV-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ამ გადაწყვეტილებას წარმოუდგენელი აბსურდი უწოდა.მან თქვა, რომ ასეთ ქმედებებს შესაბამისი რეაგირება სჭირდება.Imedi და POSTV დასანქცირდა, რადგან, სასანქციო დოკუმენტის თანახმად, ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:0:1364:1023_1920x0_80_0_0_49051b96c59cc3b8ab73cc3a78595153.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, დიდი ბრიტანეთი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველო „მშვიდობის კუნძული“ - პრეზიდენტი გარე ზეწოლებზე და სტაბილურობის შენარჩუნებაზე
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დროს თბილისზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რასაც თან ახლდა დეზინფორმაცია და ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობები.
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ქვეყნის გარშემო არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ ლიდერებს და საზოგადოებას, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ხელისუფლება წინასწარ მოემზადა პოტენციური გამოწვევებისთვის და ატარებდა თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე იყო ორიენტირებული.
„ვიქნები გულწრფელი, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საზოგადოების მხარდაჭერა და „მშვიდობის კუნძული“
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ამოცანა იყო საზოგადოების დროული ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რისკების შესახებ. ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა სტაბილურობის შენარჩუნებაში.
პრეზიდენტის თქმით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული რეგიონში არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე. მისი თქმით, სერიოზული ზეწოლის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და აიცილა პანიკა და ქაოსი.
ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მომავალზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მთავრობას, არამედ თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს განვითარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად.
პრეზიდენტმა მთავარ პრიორიტეტებად უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება დაასახელა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, ისტორიული გამოცდილებისა და პრაგმატული მიდგომის საფუძველზე, მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევისთვის.
ზეწოლა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ქვეყანას ამ მოვლენებში თავისი როლი უნდა ეთამაშა.
ყაველაშვილის თქმით, დეზინფორმაციის ნაკადი, უკრაინის ხელისუფლების რჩევები, მედიის მეშვეობით ზეწოლა და მოხალისეების გაგზავნის მცდელობები ერთი ძალის მიერ იყო კოორდინირებული. საქართველოს ხელისუფლების მიზანი იყო საზოგადოების რაც შეიძლება სწრაფად ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ და ეროვნული ინტერესების დაცვა.
„ამას ყველამ ერთად გავუძელით, მთელმა სახელმწიფომ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს წინასწარ ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა, რა გზა აერჩია და რა მიმართულებით განევითარებინა ქვეყანა.
„ამ ზეწოლებს ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ეს ბრძოლის პროცესია და ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძირითადი ნაწილი მოსახლეობის ინფორმირებული და მზადაა ხელისუფლებასთან ერთად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები, არავის მისცეს პროვოკაციის და რაიმე ექსცესის საშუალება.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან მშვიდობა საჭიროა ქართული იდენტობის და წინა თაობების მიღწევების დასაცავად.
„მუდმივად უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, მტკიცედ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველები... ერთი დაშვებული შეცდომა ანადგურებს მთლიანად, რაზეც მე ვილაპარაკე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გარე გავლენა
პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებაზე. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდი ხანია გამოიყენებოდა ზეწოლის ინსტრუმენტად და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ხელისუფლების შეცვლისკენ იყო მიმართული.
„ეს პროცესი ევროკავშირთან მოლაპარაკებას არ ემსახურებოდა. არჩევნებამდე, კიდევ მანამდე, უკრაინაში ომის დაწყებამდე, შემდგომ – ეს ყოველთვის იყო ვაჭრობის საგანი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ საზოგადოების რაღაც ნაწილის მაინც დამორჩილებას.
„ის ძირითადი ბირთვი, რომელიც მხარში დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრს, შეიძლება, რიგ შემთხვევებში არ მოსწონდეს ხელისუფლების ქმედებები, მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნებს ეს საზოგადოება, ჩვენი ქართული, გონიერი საზოგადოება, მათ ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისი შედეგებიც დადგა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე და კომენტარი გააკეთა ევროპული ქვეყნების ქმედებებზე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არ დაურბევია. მისი თქმით, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ყველა შემთხვევა ძალადობაზე რეაგირება იყო, მათ შორის პარლამენტში შეჭრის მცდელობები და პიროტექნიკის, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება.
„ვერ დამისახელებთ ვერცერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს ჰგავს და არა პასუხების მიღების შემდეგ შედგენილს.
მან ასევე განაცხადა, რომ მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა არ მიუღია და მოუწოდა იმ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებისკენ, რომლებიც თბილისის პოზიციას აღიარებენ.
პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური ოპოზიცია
პრეზიდენტი ასევე შეეხო პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და რადიკალური ოპოზიციის როლს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში.
ყაველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ ვინ არის დიალოგში „მეორე მხარე“, რადგან ფაქტები, მისი მტკიცებით, აჩვენებს, რომ ზოგიერთი რადიკალური ჯგუფი გარედან კონტროლდება და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების განვითარებისთვის ჯანსაღი ოპოზიციაა საჭირო, თუმცა, მისი თქმით, მის ფორმირებას ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა უშლის ხელს.
ყაველაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალურ ძალებს გარე მფარველები აკონტროლებენ და მათი ბრძანებით მოქმედებენ, რასაც ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „სამოქალაქო საზოგადოების“, როგორც აქტივისტების ცალკეული კასტის იდეა და გაიხსენა „ვარდების რევოლუციის“ შედეგები, რომლის შემდეგაც ხელისუფლებაში რადიკალი ლიდერები მოვიდნენ.
მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების ამჟამინდელი პროცესი საზოგადოების პატრიოტულ სეგმენტთან დიალოგისკენაა მიმართული, მაშინაც კი, თუ ეს ნაწილი არ ეთანხმება მთავრობის ქმედებებს.
„ვცდილობთ, რომ მათგან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი, ჩვენი აზრები მივაწოდოთ მათ და ეს პროცესი არ შეჩერდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ძალადობრივი გზით დაამხონ მთავრობა ფეიკ-ნიუსების, რეზოლუციების და ორგანიზებული საპროტესტო აქციების გამოყენებით.
ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს დიალოგს საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან და არ დაუშვებს რომ რადიკალური ჯგუფების ქმედებებმა საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპაში.
დიდი ბრიტანეთის სანქციები მედიის წინააღმდეგ
პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და PosTV-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ამ გადაწყვეტილებას წარმოუდგენელი აბსურდი უწოდა.
მან თქვა, რომ ასეთ ქმედებებს შესაბამისი რეაგირება სჭირდება.
„ესეც იგივე ნარატივია, ერთი ქსელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ, პირიქით, პასუხისმგებლობითა და პატივისცემით ვეპყრობით ბრიტანეთს. აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Imedi და POSTV დასანქცირდა, რადგან, სასანქციო დოკუმენტის თანახმად, ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".