ერთი კომენტარი ყულევზე და ორი შეცდომა: პაპუაშვილმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2026
გამოწერა
მსგავსი ქცევა მიუღებელია გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლისთვის და დიპლომატიურ ნორმებს ეწინააღმდეგება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ყულევის პორტის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებზე კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა და უსაფუძვლოდ საუბრობდა დარღვევების მტკიცებულებების არსებობის შესახებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ადრე გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულმა მედიამ, მათ შორის დასანქცირებულბა მედიამ, არაერთხელ სთხოვა მას ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტთან და ყულევის პორტთან დაკავშირებით თავისი განცხადების დაზუსტება. ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება: ყულევი მართლაც შედიოდა ევროკავშირის სასანქციო წინადადებაში და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც იყო წარდგენილი.
პაპუაშვილის თქმით, ფიშერის პირველი შეცდომა იყო ის, რომ თავს უფლება მისცა სანქციების შესახებ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ნაცვლად ესაუბრა.
„ევროკავშირს თავისი ელჩი ჰყავს და მას გერმანიის და სხვა ქვეყნების ელჩების მიშველება არ სჭირდება. გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს, ევროკავშირის ელჩის ნაცვლად ისაუბროს და ის ჩაანაცვლოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ელჩის მეორე შეცდომა არის ის, რომ ის საუბრობს რომ გააჩნია მტკიცებულებები საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების დარღვევის შესახებ, თუმცა ეს მტკიცებულებები არავისთვის არ წარუდგენია. სინამდვილეში, პაპუაშვილის თქმით, არანაირი მტკიცებულება ასეთი დარღვევის არ არსებობს.
„გერმანიის ელჩმა შეცდომა დაუშვა. შეცდომა დაუშვა, რადგან გაუხარდა. პეტერ ფიშერის განცხადებაში მაშინ ამოვიკითხეთ სიხარული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა გერმანელ დიპლომატს, თავი შეიკავოს იარლიყების მიკერებისა და ადამიანების სტიგმატიზებისგან.
„მგონი, პეტერ ფიშერს თავისი თავი დიდი ბრიტანეთის ელჩადაც წარმოუდგენია, როცა სანქციებზე საუბრობს. ყველას შეგახსენებთ, რომ ეს თავდასხმა ბრიტანეთის მხრიდან არის, თუ არადა, გერმანიამ მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები. პეტერ ფიშერი რატომ საუბრობს დიდი ბრიტანეთის ელჩის ნაცვლად და რატომ იყენებს მტრულ იარლიყებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი ქცევა მიუღებელია გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლისთვის და დიპლომატიურ ნორმებს ეწინააღმდეგება.
„ეს ის არ არის, რითიც გერმანიის წარმომადგენელი უნდა იყოს დაკავებული, რომ ადამიანებს იარლიყები მოაკეროს და მათი სტიგმატიზება მოახდინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Imedi და POSTV დასანქცირდა დიდი ბრიტანეთის მიერ, რადგან, სასანქციო დოკუმენტის თანახმად, ავრცელებს „განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
ყულევის პორტი
იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო, მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა წერილობით აცნობა.
წერილში აღნიშნულია, რომ ყულევის პორტის ჩართვა თავდაპირველად განიხილებოდა სანქციების მე-20 პაკეტში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა კონკრეტული ვალდებულებები იკისრეს.
თებერვლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ყულევის პორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიას, ასევე დაარწმუნა იგი, რომ პორტი არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
ყულევში ნავთობტერმინალი, რომელიც ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს, ათწლეულებია ფუნქციონირებს და მას ფლობს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი“ (SOCAR). ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
გერმანელი დიპლომატი და „ქართული ოცნება“
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში. ამ ფონზე ფიშერს ყოველთვის მხარს უჭერდა გერმანიის მთავრობა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
2025 წლის ოქტომბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის დაიბარა, ხოლო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა. ამას წინ უძღოდა ფიშერის დაბარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური მისიის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ყველა ახალი ამბავი
0