თბილისში შვილმა დედის მოკვლა სცადა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2026
გამოწერა
ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, 86 წლის დედას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცს, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც 86 წლის დედას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0