https://sputnik-georgia.com/20260315/qartuli-rvino-msofliosi-ert-ert-yvelaze-masstabur-gamofenaze-waradgines-297591146.html
ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, რომელიც გერმანიაში ტარდება, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და... 15.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-15T15:29+0400
2026-03-15T15:29+0400
2026-03-15T15:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:360:2048:1512_1920x0_80_0_0_1216bf29e8ea7c1fc4cb5a0d52c08a5e.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია 15-17 მარტს გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში "ProWein Dusseldorf " მონაწილეობს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. ქართული კომპანიები გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე "ProWein Dusseldorf 2026", ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარდგნენ. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან. სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ გერმანია, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა, ამავე დროს ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობებით, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266709354_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_3a761ba34e6e786ba930979c8a53aca7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გერმანია
ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, რომელიც გერმანიაში ტარდება, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია 15-17 მარტს გერმანიაში მსოფლიოს უდიდეს ღვინის გამოფენაში "ProWein Dusseldorf " მონაწილეობს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული კომპანიები გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე "ProWein Dusseldorf 2026", ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარდგნენ.
"სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცემა, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნავენ სააგენტოში.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან.
სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ გერმანია, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა, ამავე დროს ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობებით, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.