https://sputnik-georgia.com/20260315/policiam-narkodanasaulistvis-5-piri-daakva-297590361.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 15.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-15T13:39+0400
2026-03-15T13:39+0400
2026-03-15T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350306_0:0:2201:1239_1920x0_80_0_0_65acfafb09ac1ee6b572d639c9ff6748.png
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: "მდმ", "კლეფედრონი","მეთადონი", "ალფა-პვპ", "კოკაინი", "ლიზერგიდი", "კრატომი", "კეტამინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის - უკრაინის მოქალაქის მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების "კრატომის" უკანონო შეძენა-შენახვას ცდილობდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის კიდევ ერთმა მოქალაქემ, საპოლიციო ღონისძიებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350306_0:0:1865:1399_1920x0_80_0_0_1bf5e8eebb5ca4cdd8e163e6e02e8682.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ხუთი პირი დააკავა
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პოლიციამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: "მდმ", "კლეფედრონი","მეთადონი", "ალფა-პვპ", "კოკაინი", "ლიზერგიდი", "კრატომი", "კეტამინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი",
პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ამოიღო.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის - უკრაინის მოქალაქის მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების "კრატომის" უკანონო შეძენა-შენახვას ცდილობდა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის კიდევ ერთმა მოქალაქემ, საპოლიციო ღონისძიებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს.