https://sputnik-georgia.com/20260314/samseneblo-kompaniis-xelmzrvanelobam-10-7-mln-lari-miitvisa-mati-ganaceni-cnobilia-297581342.html
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 10,7 მლნ ლარი მიითვისა: მათი განაჩენი ცნობილია
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 10,7 მლნ ლარი მიითვისა: მათი განაჩენი ცნობილია
Sputnik საქართველო
აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T14:52+0400
2026-03-14T14:52+0400
2026-03-14T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს "სექტორი 7" და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, დაინტერესებულ მოქალაქეებთან კომპანიის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10,7 მლნ ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ 10,7 მლნ ლარი მიითვისა: მათი განაჩენი ცნობილია
აღებული თანხის მიუხედავად, მათ არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა.
თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს "სექტორი 7" და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, დაინტერესებულ მოქალაქეებთან კომპანიის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს.
აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10,7 მლნ ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).