https://sputnik-georgia.com/20260314/ram-ganapiroba-eqsportis-zrda-saqartvelos-mtavrobis-ganmarteba-297582977.html
რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა - საქართველოს მთავრობის განმარტება
რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა - საქართველოს მთავრობის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T16:59+0400
2026-03-14T16:59+0400
2026-03-14T16:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417915_0:5:1280:725_1920x0_80_0_0_a1d7b653362eb0d679c9120ea21900c6.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ბოლო ორ თვეში ექსპორტის ზრდის ტენდენციას განაპირობებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ დოლარს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,9%-ით არის გაზრდილი.მისი შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის ევროკავშირსა და ჩინეთთან.საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,4%-ით ნაკლები.2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).2025 წელს 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტი.გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტმა 7,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 11,2%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296417915_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ff374bfdab9ee44c5f8a517d91240208.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ბიზნესგარემო
რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა - საქართველოს მთავრობის განმარტება
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ბოლო ორ თვეში ექსპორტის ზრდის ტენდენციას განაპირობებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ დოლარს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,9%-ით არის გაზრდილი.
„აღნიშნულ ტენდენციებს განაპირობებს ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის ევროკავშირსა და ჩინეთთან.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-თებერვალში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,9%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,4%-ით ნაკლები.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
2025 წელს 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტი.
გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტმა 7,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 11,2%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.