https://sputnik-georgia.com/20260314/gorbi-saqartvelo-qalebistvis-ramit-seirnobisas-yvelaze-usafrtxo-qveyanad-ariares-297583155.html
GORBI: საქართველო ქალებისთვის ღამით სიარულისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად აღიარეს
GORBI: საქართველო ქალებისთვის ღამით სიარულისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად აღიარეს
Sputnik საქართველო
ანალიტიკოსებმა ქალები ღამის საათებში სეირნობის უსაფრთხოების შესახებ 45 ქვეყანაში გამოკითხეს. 14.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-14T17:42+0400
2026-03-14T17:42+0400
2026-03-14T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო რეიტინგებში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297177251_0:60:3071:1787_1920x0_80_0_0_3ee5ee8d677c52f288aeea5b232ab311.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალების დაახლოებით 89% ღამის საათებში ქუჩებში სეირნობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რაც ქვეყანას მნიშვნელოვნად გამოარჩევს სხვა ქვეყნებს შორის, ასეთი ვითარება წარმოადგინა GORBI-ს ანალიტიკოსების კვლევამ.ანალიტიკოსებმა ქალები ღამის საათებში სეირნობის უსაფრთხოების შესახებ 45 ქვეყანაში გამოკითხეს. კვლევის თანახმად, სეირნობისას უსაფრთხოების კუთხით საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა, შემდეგ მოდის ჩინეთი და ვიეტნამი. ჩილეში, ეკვადორსა და მექსიკაში ღამის სეირნობის დროს ქალები თავს ყველაზე დაუცველად გრძნობდნენ.ამ შედეგის ასახსნელად, GORBI რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:„ზოგადად, საქართველოსთვის დამახასიათებელია არაფორმალური სოციალური კონტროლის მაღალი დონე და თემის წევრებს შორის მჭიდრო ნაცნობობა, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში“, - ნათქვამია კვლევაში.ანალიტიკოსების თქმით, ბევრ რაიონში ადამიანები კარგად იცნობენ მეზობლებსა და ადგილობრივ გარემოს, რაც ზრდის იმის განცდას, რომ საჯარო სივრცე სოციალურად კონტროლირებადია და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო.გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბევრ ამერიკულ თუ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ისტორიულად ფიქსირდება ქუჩის დანაშაულისა და საჯარო სივრცეში უცნობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის შედარებით დაბალი მაჩვენებელი.გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორია ის რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გვიანობამდე აქტიურია - რესტორნები, კაფეები და მაღაზიები შედარებით გვიანობამდე მუშაობენ. აქტიური ქუჩები და ადამიანების მოძრაობა საჯარო სივრცეში ხელს უწყობს უსაფრთხოების მეტ განცდას.„საჯარო სივრცეში უსაფრთხოების აღქმის მაღალი დონე უნდა განიმარტოს როგორც ქალთა უსაფრთხოების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი განზომილება,“ - აღნიშნავს GORBI.მათი თვალსაზრისით, ქალთა გადაადგილების თავისუფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მონაპოვარს, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი.
https://sputnik-georgia.com/20260313/tabaxmelasi-manqanasi-qalis-cxedari-ipoves-297567447.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297177251_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_ea3e26cd4a4b3238f3ee17673e6833e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საზოგადოება
GORBI: საქართველო ქალებისთვის ღამით სიარულისას ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად აღიარეს
ანალიტიკოსებმა ქალები ღამის საათებში სეირნობის უსაფრთხოების შესახებ 45 ქვეყანაში გამოკითხეს.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალების დაახლოებით 89% ღამის საათებში ქუჩებში სეირნობისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რაც ქვეყანას მნიშვნელოვნად გამოარჩევს სხვა ქვეყნებს შორის, ასეთი ვითარება წარმოადგინა GORBI-ს ანალიტიკოსების
კვლევამ.
ანალიტიკოსებმა ქალები ღამის საათებში სეირნობის უსაფრთხოების შესახებ 45 ქვეყანაში გამოკითხეს. კვლევის თანახმად, სეირნობისას უსაფრთხოების კუთხით საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა, შემდეგ მოდის ჩინეთი და ვიეტნამი. ჩილეში, ეკვადორსა და მექსიკაში ღამის სეირნობის დროს ქალები თავს ყველაზე დაუცველად გრძნობდნენ.
„საქართველოს შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მაღალია კვლევაში, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ეწინააღმდეგება ფართო გლობალურ ტენდენციებს“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ამ შედეგის ასახსნელად, GORBI რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:
„ზოგადად, საქართველოსთვის დამახასიათებელია არაფორმალური სოციალური კონტროლის მაღალი დონე და თემის წევრებს შორის მჭიდრო ნაცნობობა, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში“, - ნათქვამია კვლევაში.
ანალიტიკოსების თქმით, ბევრ რაიონში ადამიანები კარგად იცნობენ მეზობლებსა და ადგილობრივ გარემოს, რაც ზრდის იმის განცდას, რომ საჯარო სივრცე სოციალურად კონტროლირებადია და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო.
გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბევრ ამერიკულ თუ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ისტორიულად ფიქსირდება ქუჩის დანაშაულისა და საჯარო სივრცეში უცნობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის შედარებით დაბალი მაჩვენებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საზოგადოება არ არის თავისუფალი ძალადობისგან, ისეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ღამის საათებში უსაფრთხოების აღქმაზე (მაგალითად, ყაჩაღობა ან თავდასხმა საჯარო ადგილებში), საქართველოში ნაკლებად ხშირად ხდება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტორია ის რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გვიანობამდე აქტიურია - რესტორნები, კაფეები და მაღაზიები შედარებით გვიანობამდე მუშაობენ. აქტიური ქუჩები და ადამიანების მოძრაობა საჯარო სივრცეში ხელს უწყობს უსაფრთხოების მეტ განცდას.
„საჯარო სივრცეში უსაფრთხოების აღქმის მაღალი დონე უნდა განიმარტოს როგორც ქალთა უსაფრთხოების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი განზომილება,“ - აღნიშნავს GORBI.
მათი თვალსაზრისით, ქალთა გადაადგილების თავისუფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მონაპოვარს, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი.