ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2026
გამოწერა
გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელია და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ტაბახმელაში მანქანაში ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი იყო, და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ელენე ჯანჯღავაა. ის წავკისში ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად, და საკუთარი ავტომობილით სამსახურში დადიოდა. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ ელენე წარმატებული და პოზიტიური ადამიანი იყო და გამორიცხავენ, რომ რაიმე პრობლემები ჰქონოდა. მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის სახლიდან დილის 8 საათზე მანქანით გავიდა და სკოლაში პირველ გავკეთილზე არ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0