https://sputnik-georgia.com/20260313/svidjer-esroles-da-svidjerve-aaciles-ocnebasi-evroparlamentis-rezolucia-seafases-297564411.html
შვიდჯერ ესროლეს და შვიდჯერვე ააცილეს: „ოცნებაში“ ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასეს
შვიდჯერ ესროლეს და შვიდჯერვე ააცილეს: „ოცნებაში“ ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასეს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარები რეზოლუციაში საუბრობენ პოლიტპატიმრებზე საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 13.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-13T15:09+0400
2026-03-13T15:09+0400
2026-03-13T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ეუთო/ოდირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033589_0:176:3013:1871_1920x0_80_0_0_edd2ebb7adeb3250271f7c3c2ef76432.jpg
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. მმართველ პარტიაში ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ შეცდომა და რეალობის დაკარგვა უწოდეს.ევროპარლამენტი დოკუმენტში საქართველოს მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს და მოითხოვს სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას, რომლებსაც ის პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა რეალობასთან კავშირი სრულად დაკარგეს.„არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა. ვერ ხედავენ რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს მსოფლიოში“, - განაცხადა გორდულაძემ.მისი თქმით, ბრიუსელი უკვე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს დაუწყეს ბრძოლა.„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ახლა ბრიუსელი პირდაპირ გარე მართვაზეა დამოკიდებული და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არიან თავისუფლები, სამაგიეროდ ცდილობენ, რომ გლობალური ძალების ინტერესების გასატარებლად თავს დაესხან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და ვისთვისაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებია მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გორდულაძემ.რა წერია რეზოლუციაშიდოკუმენტში ევროპარლამენტის დეპუტატები გმობენ სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომელსაც, მათი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ახორციელებს.ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიმართ.დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.რეზოლუციაში პოლიტპატიმრებს შორის დასახელებული არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/01/251033589_142:0:2871:2047_1920x0_80_0_0_f37bdf838cdf585b0ee3008852683305.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ევროპარლამენტი
შვიდჯერ ესროლეს და შვიდჯერვე ააცილეს: „ოცნებაში“ ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასეს
ევროპარლამენტარები რეზოლუციაში საუბრობენ პოლიტპატიმრებზე საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. მმართველ პარტიაში ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ შეცდომა და რეალობის დაკარგვა უწოდეს.
ევროპარლამენტი დოკუმენტში საქართველოს მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს და მოითხოვს სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლებას, რომლებსაც ის პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.
„თუ არ ვცდები, ეს უკვე მეშვიდე რეზოლუციაა, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს. შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს. ადამიანები ხომ უნდა მიხვდნენ, რომ არ ჭრის ეს მაღალფარდოვანი განცხადებები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა რეალობასთან კავშირი სრულად დაკარგეს.
„არეულები არიან ერთმანეთში და საერთოდ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა. ვერ ხედავენ რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს მსოფლიოში“, - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ბრიუსელი უკვე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს დაუწყეს ბრძოლა.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ახლა ბრიუსელი პირდაპირ გარე მართვაზეა დამოკიდებული და ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში საერთოდ არ არიან თავისუფლები, სამაგიეროდ ცდილობენ, რომ გლობალური ძალების ინტერესების გასატარებლად თავს დაესხან ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან და ვისთვისაც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებია მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გორდულაძემ.
დოკუმენტში ევროპარლამენტის დეპუტატები გმობენ სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომელსაც, მათი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ახორციელებს.
ასევე, ევროპარლამენტი „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მიმართ.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „პოლიტიკური პატიმრების არსებობა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან შეუთავსებელია“.
რეზოლუციაში პოლიტპატიმრებს შორის დასახელებული არიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.