https://sputnik-georgia.com/20260312/tyibulis-sofel-kursebsi-mewyeri-camowva-gamocxadda-evakuacia-297546936.html
ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - გამოცხადდა ევაკუაცია
ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - გამოცხადდა ევაკუაცია
Sputnik საქართველო
მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მაშველებს მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გაჰყავთ. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T11:29+0400
2026-03-12T11:29+0400
2026-03-12T11:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
იმერეთი
გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/68/245386809_0:7:1899:1075_1920x0_80_0_0_24cd26bbe84e60b376826121faa2a941.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს სოფლის მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს. ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით.სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის გამო გადაიკეტა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაც."შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.სტიქიის ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც. სააგენტოში არსებული წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები. "გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24538/68/245386809_230:0:1670:1080_1920x0_80_0_0_6a95904b735e1ec3123c38c890bab816.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სტიქიური მოვლენები, იმერეთი , გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს რეგიონები
ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - გამოცხადდა ევაკუაცია
მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა, მაშველებს მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გაჰყავთ.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
"მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს სოფლის მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
ტყიბულის მერის, დავით კუბლაშვილის ინფორმაციით, სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა.
როგორც მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 38 ოაჯხის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით.
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ, ეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა, დაინგრა ხუთი სახლი. მოვახდინეთ 38 ოჯახის ევაკუირება. საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ გვყავს. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული მოსახლეობის სასტუმროებით და სხვადასხვა საცხოვრისით", - აღნიშნა მერმა.
სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის გამო გადაიკეტა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაც.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებიც.
სააგენტოში არსებული წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.
"გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა", - აღნიშულია ინფორმაციაში.