https://sputnik-georgia.com/20260312/tbilissi-ucxo-qveynis-moqalaqe-daayacares-dakavebulia-4-piri-297546800.html
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააყაჩაღეს: დაკავებულია 4 პირი
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააყაჩაღეს: დაკავებულია 4 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T12:03+0400
2026-03-12T12:03+0400
2026-03-12T12:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 19-დან 24 წლამდეა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 31 წლის მამაკაცს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მატერიალური ზიანი 10 ათას ლარს შეადგენს. პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში
თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააყაჩაღეს: დაკავებულია 4 პირი
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 19-დან 24 წლამდეა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 31 წლის მამაკაცს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გასტაცეს საფულე, ძვირადღირებული ტელეფონი და საათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მატერიალური ზიანი 10 ათას ლარს შეადგენს.
პოლიციამ ოთხივე თავდამსხმელი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.