https://sputnik-georgia.com/20260312/premieri-axlo-armosavletis-qveynebidan-saqartvelos-558-moqalaqis-evakuacia-ganxorcielda-297556036.html
პრემიერი: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს 558 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
პრემიერი: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს 558 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნება უზრუნველყოს. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T20:11+0400
2026-03-12T20:11+0400
2026-03-12T20:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281779974_0:174:3024:1875_1920x0_80_0_0_1a2b9252c5be70a2bc50e27a1f7e2da6.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ოთხი სახელმწიფო ჩარტერული რეისით ომანიდან და საუდის არაბეთიდან საქართველოში დაბრუნდა 558 ადამიანი დაბრუნდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნება სპეცრეისებით უზრუნველყოს.პრემიერის თქმით, ყველა რეისი სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან.28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281779974_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_55e1825cfdbc55d8ea44485521256b45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
პრემიერი: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს 558 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა
საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნება უზრუნველყოს.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ოთხი სახელმწიფო ჩარტერული რეისით ომანიდან და საუდის არაბეთიდან საქართველოში დაბრუნდა 558 ადამიანი დაბრუნდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნება სპეცრეისებით უზრუნველყოს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში – ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში – ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ყველა რეისი სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.