https://sputnik-georgia.com/20260312/parlamenttan-gaslil-karavsi-xanzari-gacnda-dawyebulia-gamozieba-297551033.html
პარლამენტთან გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა: დაწყებულია გამოძიება
პარლამენტთან გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა: დაწყებულია გამოძიება
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაყვანილ ორ აქტივისტს ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T15:48+0400
2026-03-12T15:48+0400
2026-03-12T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24579/19/245791922_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_5909db99b845e62dfae26a437171efbd.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დღეს ხანძარი გაჩნდა - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ინფორმაციის მიღებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოკითხვის მიზნით, ორივე აქტივისტი პოლიციაში გადაიყვანეს, ალკოტესტით გადამოწმების შედეგად კი მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ. გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაიყვანეს ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი. ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, აიღეს ხანძრის შედეგად დაზიანებული კარავი, ასევე დამატებით უსაფრთხოების მიზნით, გათავისუფლდა მიმდებარე პერიმეტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24579/19/245791922_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_91c45dd9197f09911d5a1299d003aae6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
პარლამენტთან გაშლილ კარავში ხანძარი გაჩნდა: დაწყებულია გამოძიება
უწყების ცნობით, პოლიციაში გამოკითხვაზე გადაყვანილ ორ აქტივისტს ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დღეს ხანძარი გაჩნდა - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ინფორმაციის მიღებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე.
"ფაქტის შემსწრე ორი აქტივისტის გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოკითხვის მიზნით, ორივე აქტივისტი პოლიციაში გადაიყვანეს, ალკოტესტით გადამოწმების შედეგად კი მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.
გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაიყვანეს ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.
ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, აიღეს ხანძრის შედეგად დაზიანებული კარავი, ასევე დამატებით უსაფრთხოების მიზნით, გათავისუფლდა მიმდებარე პერიმეტრი.