https://sputnik-georgia.com/20260312/papuasvili-briuseli-saqartvelos-xelsuflebis-opoziciad-iqca-297550765.html
პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციად იქცა
პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციად იქცა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპული სტრუქტურების ქმედებების მიზანი საქართველოს ხელისუფლებაში „მარიონეტული რეჟიმის“ მოყვანა იყო. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T17:33+0400
2026-03-12T17:33+0400
2026-03-12T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შალვა პაპუაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
ევროპარლამენტი
ევროპა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2c0ddcbc97c0e7fa79bd82bd442869ee.jpg
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. ხელისუფლებას პარლამენტში პრაქტიკულად არ ჰყავს რეალური ოპოზიცია; მათი მთავარი ოპონენტის როლს ბრიუსელი ასრულებს და ცდილობს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მათ შორის პოლიტიკური პროცესების დაფინანსებით და მედიაზე ზეწოლით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მისამართით, თითქოს 2024 წლის არჩევნებზე „300.000 ზეციური ქართველი არსებობდა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თითქოს „ოცნებამ“ ასე მიიღო 1.120.000 ხმა“.მაგრამ, როგორც სპიკერმა აღნიშნა, 2025 წელს პარტიამ ანალოგიური შედეგი მიიღო და საუბრები „მითურ კარუსელებზე, ავტობუსებზე, ორჯერ ხმის მიცემაზე“ აღარ ისმოდა.პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი იყო.„2024 წელს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მათ შორის, უცხოელი დამკვირვებლები. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გეგმა ხელისუფლების ცვლილების, არჩევნების შეფასების მანიპულაციის გზით“, - აღნიშნა მან.სპიკერი აცხადებს, რომ არჩევნების დღეებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მეტი ნეგატიური შეფასება მიეცათ. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ეს საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან განიხილა.პაპუაშვილის თქმით, დამკვირვებლებზე ზეწოლა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის დელეგაციების წარმომადგენლებისგანაც ხორციელდებოდა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ მათ დასკვნებზე გავლენის მოხდენას და დაკვირვების შედეგების შეცვლას.პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურების ქმედებების მიზანი საქართველოში „მარიონეტული რეჟიმის“ დამყარება იყო.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ფაქტობრივად აწარმოებდა კამპანიას პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. პაპუაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ ევროპული სახსრები გამოიყენებოდა მმართველი პარტიის კრიტიკულად განწყობილი გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდასაჭერად.პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად. იგი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად შორდება ევროპულ ღირებულებებს და ამ პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ევროკავშირისგან „ევროპული მხოლოდ სახელიღა დარჩება“.„ეს მივიღეთ 21-ე საუკუნეში, ევროპას აცდენილი ევროკავშირი. სინამდვილეში ეს არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523694_194:0:2925:2048_1920x0_80_0_0_c68e665fd293486f9613523f732ee793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროპა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროპა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციად იქცა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპული სტრუქტურების ქმედებების მიზანი საქართველოს ხელისუფლებაში „მარიონეტული რეჟიმის“ მოყვანა იყო.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. ხელისუფლებას პარლამენტში პრაქტიკულად არ ჰყავს რეალური ოპოზიცია; მათი მთავარი ოპონენტის როლს ბრიუსელი ასრულებს და ცდილობს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მათ შორის პოლიტიკური პროცესების დაფინანსებით და მედიაზე ზეწოლით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა.
„ჩვენ ოპოზიციის სახით გვყავს ბრიუსელი. ის არის რეალურად დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით პოლიტიკაში ჩარევას, ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ქართველმა ხალხმა არ გაიგოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს „ქართული ოცნების“ მისამართით, თითქოს 2024 წლის არჩევნებზე „300.000 ზეციური ქართველი არსებობდა, რომელიც არსაიდან გამოჩნდა და „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, თითქოს „ოცნებამ“ ასე მიიღო 1.120.000 ხმა“.
მაგრამ, როგორც სპიკერმა აღნიშნა, 2025 წელს პარტიამ ანალოგიური შედეგი მიიღო და საუბრები „მითურ კარუსელებზე, ავტობუსებზე, ორჯერ ხმის მიცემაზე“ აღარ ისმოდა.
პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი იყო.
„2024 წელს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მათ შორის, უცხოელი დამკვირვებლები. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გეგმა ხელისუფლების ცვლილების, არჩევნების შეფასების მანიპულაციის გზით“, - აღნიშნა მან.
სპიკერი აცხადებს, რომ არჩევნების დღეებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მეტი ნეგატიური შეფასება მიეცათ. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ეს საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან განიხილა.
პაპუაშვილის თქმით, დამკვირვებლებზე ზეწოლა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის დელეგაციების წარმომადგენლებისგანაც ხორციელდებოდა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ მათ დასკვნებზე გავლენის მოხდენას და დაკვირვების შედეგების შეცვლას.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურების ქმედებების მიზანი საქართველოში „მარიონეტული რეჟიმის“ დამყარება იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ფაქტობრივად აწარმოებდა კამპანიას პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. პაპუაშვილი ასევე ამტკიცებდა, რომ ევროპული სახსრები გამოიყენებოდა მმართველი პარტიის კრიტიკულად განწყობილი გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მხარდასაჭერად.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად. იგი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად შორდება ევროპულ ღირებულებებს და ამ პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ევროკავშირისგან „ევროპული მხოლოდ სახელიღა დარჩება“.
„ეს მივიღეთ 21-ე საუკუნეში, ევროპას აცდენილი ევროკავშირი. სინამდვილეში ეს არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.