https://sputnik-georgia.com/20260312/awarasi-tevzis-sesaboli-aralegaluri-sawarmo-gamoavlines-297553424.html
აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 12.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-12T17:20+0400
2026-03-12T17:20+0400
2026-03-12T17:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/17/295917757_0:181:2995:1866_1920x0_80_0_0_6de5297f43103c6ba4816dc6c23b310e.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური საწარმო არაგეგმიური ინსპექტირებისას გამოავლინეს. უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე საქმიანობდა. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, დაბინძურებული ინვენტარი, თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/17/295917757_133:0:2864:2048_1920x0_80_0_0_889e3c1e53534817cc20bd0baf48d404.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, აჭარა
აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეპარტამენტის ინსპექტორებმა არალეგალური საწარმო არაგეგმიური ინსპექტირებისას გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე საქმიანობდა. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა, დაბინძურებული ინვენტარი, თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.