https://sputnik-georgia.com/20260311/ra-ganixila-jandacvis-ministrma-msoflio-bankis-warmomadgenlebtan-297539366.html
რა განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
რა განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს, აღნიშნავენ უწყებაში. 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T21:02+0400
2026-03-11T21:02+0400
2026-03-11T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_da37f400c090262b30f91db5dbeb727b.jpg
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო. მათივე ცნობით, თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს. ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 16.000 ადამიანი დასაქმდა. მხარეებმა ასევე განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერების საკითხები. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა ესწრებოდნენ. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1c/250736389_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_984992ee68bb823a4afb24cde205e06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , მსოფლიო ბანკი
რა განიხილა ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს, აღნიშნავენ უწყებაში.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
მათივე ცნობით, თბილისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობა და რესტრუქტურიზაციის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური სისტემების გაძლიერების შესაძლებლობებს.
ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. პროგრამა 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს და 2028 წლამდე გაგრძელდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 16.000 ადამიანი დასაქმდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობის გაზრდისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერების საკითხები.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა ესწრებოდნენ.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.