https://sputnik-georgia.com/20260311/irakli-kobaxizem-muslim-tems-iftarze-umaspinzla-297529959.html
ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
Sputnik საქართველო
პრემიერმა მუსლიმ თემს რამადანის წმინდა თვე მიულოცა 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T09:37+0400
2026-03-11T09:37+0400
2026-03-11T12:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297530761_0:104:2048:1256_1920x0_80_0_0_82443317b7925d54ee6f116efb876da8.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.ირაკლი კობახიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოვლენებს შეეხო და ამის ფონზე საქართველოში სუნიტების და შიიტების ერთობლივი ლოცვის მნიშვნელოვა აღნიშნა.„დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანაბრად ეპყრობა.როგორც საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარებელია.„ჩვენ, სასულიერო პირები, მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან სადაც სტაბილურობა არ არის, იქ ლოცვასაც და განვითარებასაც აზრი არ აქვს“, - განაცხადა ნაბიევმა.იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297530761_118:0:1930:1359_1920x0_80_0_0_7a7ff8306058f9369c52c5a054ef0272.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა
ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
09:37 11.03.2026 (განახლებულია: 12:51 11.03.2026) პრემიერმა მუსლიმ თემს რამადანის წმინდა თვე მიულოცა
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, წელსაც გიმასპინძლოთ იფთარზე. ეს შეკრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ძმობა, ერთობა და ურთიერთპატივისცემა ურყევია. თითოეულ მუსლიმს საქართველოში, მთელ მუსლიმ თემს ვულოცავ რამადანის წმინდა თვეს. სულ მალე ისლამური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ეს არის ერთიანობისა და ძმობის დიდი დღესასწაული, რომელსაც ქართული სახელმწიფო თქვენთან ერთად იზიარებს. ჩვენი სიძლიერე არის იმ ერთობაში, რომელიც საქართველოში, ამ მიწაზე მცხოვრებ ხალხებს გვაკავშირებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოვლენებს შეეხო და ამის ფონზე საქართველოში სუნიტების და შიიტების ერთობლივი ლოცვის მნიშვნელოვა აღნიშნა.
„დღეს რეგიონში მიმდინარეობს ურთულესი მოვლენები და ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია ის, რომ საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთად ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სწორედ ამით არის ქართული ისლამი უნიკალური. ვფიქრობ, ეს მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღეს რთული ვითარებაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მინდა ვუსურვო მშვიდობის აღდგენა, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა, იყოს წინსვლა და განვითარება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანაბრად ეპყრობა.
როგორც საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა აღნიშნა, საქართველო რეგიონში მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარებელია.
„ჩვენ, სასულიერო პირები, მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან სადაც სტაბილურობა არ არის, იქ ლოცვასაც და განვითარებასაც აზრი არ აქვს“, - განაცხადა ნაბიევმა.
იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.