https://sputnik-georgia.com/20260311/deputati-eutos-saparlamento-asambleam-mtavrobis-damxobis-mcdelobebi-ariara-297541771.html
დეპუტატი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მთავრობის დამხობის მცდელობები დაადასტურა
დეპუტატი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მთავრობის დამხობის მცდელობები დაადასტურა
Sputnik საქართველო
გორდულაძემ მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს მომიტინგეების ძალადობრივი ქმედებების აღიარებისთვის 11.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-11T19:36+0400
2026-03-11T19:36+0400
2026-03-11T19:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_0:1:825:465_1920x0_80_0_0_e5d89227a15200120d2693ccf918ef4a.jpg
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა არჩეული მთავრობის დამხობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია და რომ პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა მთავრობის დამხობისკენ მიმართული ძალადობრივი ქმედებებით.მან აღნიშნა, რომ ამ სიმართლის აღიარება არ უნდათ არ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, არც მათთან დაკავშირებულ პირებს და მათ მფარველებს.„ახლაც მიმდინარეობს თავდასხმა და შტურმი ქართველი ხალხის ნებაზე, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე. ეს გამოიხატება დემოკრატიის ძირის გამოთხრაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდანაც“, - აღნიშნა დეპუტატმა.გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, მათ შორის იმ პირებისგან, რომლებიც გარედან იღებენ ფულს და ინსტრუქციებს ძალადობრივი საპროტესტო აქციების და მთავრობის დამხობის მცდელობების ორგანიზებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს თავისი მიზნებისთვის იყენებს და შემდეგ მიატოვებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ხაზგასმით აღნიშნა მან.ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ხუან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 10 მარტს დასრულდა. როგორც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთქმედების წახალისება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.შეხვედრების შემდეგ, ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა დიალოგში უნდა აწარმოონ და უთანხმოებები დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით მოაგვარონ.დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფებასა და იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი არჩევნები, რა დროსაც არ უნდა ჩატარდეს, უნდა შეესაბამებოდეს ეუთოს ფარგლებში არსებულ ვალდებულებებს.ვიზიტი გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შორის ეს მოიცავს არჩევნების დაკვირვებას და საპარლამენტო თანამშრომლობას. ვიზიტის შედეგების განხილვა დაგეგმილია ჰააგაში ბიუროს მომავალ სხდომაზე და ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_103:0:723:465_1920x0_80_0_0_134fe90c4f647cf971d0f2366b71e51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია
ახალი ამბები, საქართველო, ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია
დეპუტატი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მთავრობის დამხობის მცდელობები დაადასტურა
გორდულაძემ მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს მომიტინგეების ძალადობრივი ქმედებების აღიარებისთვის
თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა არჩეული მთავრობის დამხობას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა არჩილ გორდულაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია და რომ პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა მთავრობის დამხობისკენ მიმართული ძალადობრივი ქმედებებით.
„კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს იმ სიმართლეს... რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი აქციები ტარდებოდა იმისათვის, რომ დამხობილიყო არჩეული ხელისუფლება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამ სიმართლის აღიარება არ უნდათ არ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, არც მათთან დაკავშირებულ პირებს და მათ მფარველებს.
„ახლაც მიმდინარეობს თავდასხმა და შტურმი ქართველი ხალხის ნებაზე, დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე. ეს გამოიხატება დემოკრატიის ძირის გამოთხრაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდანაც“, - აღნიშნა დეპუტატმა.
გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად, მათ შორის იმ პირებისგან, რომლებიც გარედან იღებენ ფულს და ინსტრუქციებს ძალადობრივი საპროტესტო აქციების და მთავრობის დამხობის მცდელობების ორგანიზებისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს თავისი მიზნებისთვის იყენებს და შემდეგ მიატოვებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს სამართლიანი სასამართლო, არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველას შეუძლია, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას სამართლებრივ ჭრილში. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს, რომელიც არაერთი ყოფილა წარსულშიც, ახლაც არის, მაგრამ ყველა ასეთი განცხადება ყოველთვის დამარცხებულა სტრასბურგის სასამართლოში”, - განაცხადა გორდულაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ხუან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 10 მარტს დასრულდა. როგორც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთქმედების წახალისება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
შეხვედრების შემდეგ, ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ღრმა პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა დიალოგში უნდა აწარმოონ და უთანხმოებები დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით მოაგვარონ.
დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფებასა და იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი არჩევნები, რა დროსაც არ უნდა ჩატარდეს, უნდა შეესაბამებოდეს ეუთოს ფარგლებში არსებულ ვალდებულებებს.
ვიზიტი გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში, მათ შორის ეს მოიცავს არჩევნების დაკვირვებას და საპარლამენტო თანამშრომლობას. ვიზიტის შედეგების განხილვა დაგეგმილია ჰააგაში ბიუროს მომავალ სხდომაზე და ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე.