დაცული ტერიტორიების სააგენტო 1,3 მილიონ ლარამდე გრანტს მიიღებს

© Agency of Protected Areas Georgiaლაგოდეხის დაცული ტერიტორია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
საგრანტო ხელშეკრულებები ითვალისწინებს როგორც სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფას, ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერას.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებას და თანამშრომელთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ნათქვამია სააგენტოს გვერდზე გავრცებუოლ ინფორმაციაში.
დოკუმენტებს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტროს მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა თეა ბარბაქაძემ.
"ხელშეკრულებები ითვალისწინებს როგორც სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფას, ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერას. თანამშრომლების ფინანსური წახალისება და ადმინისტრაციების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
საგრანტო ხელშეკრულებების ღირებულება 1,3 მილიონ ლარამდეა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) მრავალი წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
"ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში", - ნათვქამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 600 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0