თბილისში მანქანის მოპარვისთვის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 38 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0