https://sputnik-georgia.com/20260309/zamtris-paralimpiur-tamasebsi-monawileebi-mtavrobisgan-fulad-jildoebs-miireben-297507995.html
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეები მთავრობისგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეები მთავრობისგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
Sputnik საქართველო
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს... 09.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-09T20:19+0400
2026-03-09T20:19+0400
2026-03-09T20:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/09/297505669_0:30:1025:606_1920x0_80_0_0_a684ae166d534e8e487412273d1d182d.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის – მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 500-500 ათასი ლარს მიიღებენ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ხოლო სხვა მონაწილეები 50.000 ლარს. რაც შეეხება მილანისა და კორტინას ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს, ასპარეზობა 7 მარტს გაიხსნა და 15 მარტს დაიხურება. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ორ სახეობაში ორი პარაათლეტით იასპარეზებს. ესენი არიან: თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი). აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/09/297505669_88:0:935:635_1920x0_80_0_0_4044e81c7d05be9d20891c8c4b7262f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეები მთავრობისგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის – მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეებს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ლარი გადაეცემათ, ხოლო საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გათვალისწინებულია ოქროს მედლისთვის – მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 500-500 ათასი ლარს მიიღებენ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ხოლო სხვა მონაწილეები 50.000 ლარს.
რაც შეეხება მილანისა და კორტინას ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს, ასპარეზობა 7 მარტს გაიხსნა და 15 მარტს დაიხურება. საქართველოს პარალიმპიური ნაკრები პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ორ სახეობაში ორი პარაათლეტით იასპარეზებს.
ესენი არიან: თემურ დადიანი (პარაკროსქანთრი) და ლუკა ლომაია (პარასნოუბორდი). აღსანიშნავია, რომ თემურ დადიანი პირველი ქართველი პარაათლეტია, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.