https://sputnik-georgia.com/20260308/policiistvis-daumorchileblobistvis-3000-adamians-brali-waukenes-297486954.html
საქართველოში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება 3 ათასზე მეტ ადამიანს წაუყენეს
საქართველოში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება 3 ათასზე მეტ ადამიანს წაუყენეს
Sputnik საქართველო
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა. 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T17:00+0400
2026-03-08T17:00+0400
2026-03-08T17:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. პოლიციამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 17 თებერვლამდე პერიოდში „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 3,178 პირი მისცა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლი საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლებას აძლევს.შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 4.292 შემთხვევა დაფიქსირდა - პასუხისგებაში მიცემულთა შორის 182 ქალია და 2.996 მამაკაცი. ამასთან, პასუხისგებაში მიცემულთა მთლიანი რაოდენობიდან 49 არასრულწლოვანია.დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. დარღვევის განმეორებითი შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებას გამოიწვევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველოში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება 3 ათასზე მეტ ადამიანს წაუყენეს
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. პოლიციამ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 17 თებერვლამდე პერიოდში „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 3,178 პირი მისცა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლი საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლებას აძლევს.
შსს-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 4.292 შემთხვევა დაფიქსირდა - პასუხისგებაში მიცემულთა შორის 182 ქალია და 2.996 მამაკაცი. ამასთან, პასუხისგებაში მიცემულთა მთლიანი რაოდენობიდან 49 არასრულწლოვანია.
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლის რეგიონებში დაფიქსირდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმის თანახმად, პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით. დარღვევის განმეორებითი შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებას გამოიწვევს.