https://sputnik-georgia.com/20260308/policiam-4-arasrulwlovani-daakava-297490300.html
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T17:50+0400
2026-03-08T17:50+0400
2026-03-08T17:50+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2, მე-3 და 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი - წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა და სააფთიაქო ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30 ათას ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ ამოღებულია ათეულობით სავაჭრო ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2, მე-3 და 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.