https://sputnik-georgia.com/20260308/4-specreisit-600-moqalaqem-isargebla-297493099.html
საგარეო უწყება: ოთხი სპეცრეისით საქართველოს 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
საგარეო უწყება: ოთხი სპეცრეისით საქართველოს 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები... 08.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-08T15:29+0400
2026-03-08T15:29+0400
2026-03-08T15:29+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ირანი
ისრაელი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754114_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_38ab57f4a1f65634d8745d78b50c3dbc.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4, 5 და 7 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდა. უწყების ცნობით, მასკატიდან (ომანის სასულთნო) და ერ-რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეცრეისებით ქვეყანაში ჯამში 600-ზე მეტი ის მოქალაქე დაბრუნდა, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს აღნიშნული სპეცრეისებით სარგებლობის თხოვნით.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
საქართველო
ირანი
ისრაელი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754114_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_63a8e729e3fc949224ae86cd67c72c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ირანი , ისრაელი , აშშ
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ირანი , ისრაელი , აშშ
საგარეო უწყება: ოთხი სპეცრეისით საქართველოს 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო სივრცის დახურვამ ავიამიმოსვლა შეაფერხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად 3, 4, 5 და 7 მარტს თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდა.
„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მასკატიდან (ომანის სასულთნო) და ერ-რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეცრეისებით ქვეყანაში ჯამში 600-ზე მეტი ის მოქალაქე დაბრუნდა, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს აღნიშნული სპეცრეისებით სარგებლობის თხოვნით.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.