თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპულების დიდი პარტიის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaშსს-ს ოთხფეხა თანამშრომელი სამსახურში
შსს-ს ოთხფეხა თანამშრომელი სამსახურში - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2026
გამოწერა
24 წლის მამაკაცს 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ო.ბ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 809 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0