https://sputnik-georgia.com/20260307/saqartvelos-ramdenma-moqalaqem-itxova-tavsesafari-evrokavsirsi-axali-monacemebi-297487084.html
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში - ახალი მონაცემები
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვენ. 07.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-07T20:02+0400
2026-03-07T20:02+0400
2026-03-07T20:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_64c8c2915f818cdeecd96898f5faaacb.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით საქართველოს 15.295-მა მოქალაქემ მიმართა, ნათქვამია ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშში.სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 15.103-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, რომელთაგან 11.057 ჯერ კიდევ ელოდება პასუხს.საერთო ჯამში, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ევროკავშირში მე-18 ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, 12.788 ადამიანი პირველად ითხოვდა თავშესაფარს.საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვენ.თავშესაფრის განაცხადების საერთო რაოდენობიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 0,05%-მა მიიღო.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.მას შემდეგ, რაც საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ტოპ-ხუთეულში შევიდა, ქვეყანამ მიიღო არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს ირლანდიამ, გერმანიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების ალბათობას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277030108_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_55318d6916c403efa090648c19805d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში - ახალი მონაცემები
საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვენ.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით საქართველოს 15.295-მა მოქალაქემ მიმართა, ნათქვამია ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშში.
სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 15.103-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, რომელთაგან 11.057 ჯერ კიდევ ელოდება პასუხს.
საერთო ჯამში, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ევროკავშირში მე-18 ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, 12.788 ადამიანი პირველად ითხოვდა თავშესაფარს.
საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვენ.
თავშესაფრის განაცხადების საერთო რაოდენობიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 0,05%-მა მიიღო.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
მას შემდეგ, რაც საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ტოპ-ხუთეულში შევიდა, ქვეყანამ მიიღო არაერთი ზომა სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. კერძოდ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად ამ მოქალაქეებს ეკისრება.
გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა, დაწესდა სისხლის სამართლის სასჯელი არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს ირლანდიამ, გერმანიამ, ლუქსემბურგმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, ლიხტენშტეინმა და ისლანდიამ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების ალბათობას.