https://sputnik-georgia.com/20260306/xasursi-eleqtroteqnikis-marazia-gaqurdes-297465837.html
ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს
Sputnik საქართველო
ორმა ახალგაზრდამ ღამით მაღაზიიდან ათი ლეპტოპი მოიპარა. ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. 06.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-06T14:21+0400
2026-03-06T14:21+0400
2026-03-06T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 წლის მამაკაცები, რომელთა შორის ერთ-ერთი წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მუხლებით არიან დაკავებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, 10 ლეპტოპი წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ორმა ახალგაზრდამ ღამით მაღაზიიდან ათი ლეპტოპი მოიპარა. ისინი პოლიციამ უკვე დააკავა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციამ ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს
24 წლის მამაკაცები, რომელთა შორის ერთ-ერთი წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის მუხლებით არიან დაკავებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში მდებარე "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწიეს, 10 ლეპტოპი წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ლეპტოპები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.