აფხაზეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 52 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატრიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც მამაკაცს სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0