პოლიციამ ზუგდიდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
დაკაევბულს ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში 50 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0