https://sputnik-georgia.com/20260304/martvilshi-39-wlis-mamakaci-daakaves-297427665.html
მარტვილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი დააკავეს
მარტვილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T11:45+0400
2026-03-04T11:45+0400
2026-03-04T11:45+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 38 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მარტვილში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი დააკავეს
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 38 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.