https://sputnik-georgia.com/20260304/biznesmenebs-politikashi-chartva-aekrzalebat-297442135.html
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. 04.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-04T22:48+0400
2026-03-04T22:48+0400
2026-03-04T22:48+0400
საქართველო
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060385_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_fb54b4930a92fb396a31d48f7ca395f6.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პარლამენტმა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მეწარმეებს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავს.ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნესის ძირითად საქმიანობასთან, სუბიექტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაეთვლება.დარღვევის დადგენის შემთხვევაში ბიზნეს-სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ან ყოველი შემდგომი დარღვევისთვის - 40 ათასი ლარით.პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060385_182:0:1894:1284_1920x0_80_0_0_47c945c0a2b737851f981e3e7c7a58f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველო, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო
პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმეებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პარლამენტმა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მეწარმეებს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავს.
ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნესის ძირითად საქმიანობასთან, სუბიექტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაეთვლება.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში ბიზნეს-სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ან ყოველი შემდგომი დარღვევისთვის - 40 ათასი ლარით.
პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე.