საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მონაწილეობს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia ტურისტული გამოფენა ITB Berlin
 ტურისტული გამოფენა ITB Berlin - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
ITB Berlin -ზე წარმოდგენილ საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2026-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.
წლევანდელ ITB Berlin-ზე 170 ქვეყანაა წარდმოგენილი, გამოფენას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5 ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.
ITB Berlin მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იყო.
ყველა ახალი ამბავი
0