აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
მამაკაცს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც კანაფი მოჰყავდა.
თბილისი, 3 მარტი - Sputnik. აჭარის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით რუსეთის 26 წლის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცს დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე მოჰყავდა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი.
გამოძიება სსკ-ის 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0