https://sputnik-georgia.com/20260302/saqartvelodan-axlo-agmosavletshi-19-prena-gauqmda-297404628.html
თელ-ავივი, დოჰა, შარჟა... - საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში 19 ფრენა გაუქმდა
თელ-ავივი, დოჰა, შარჟა... - საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში 19 ფრენა გაუქმდა
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები... 02.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-02T19:23+0400
2026-03-02T19:23+0400
2026-03-02T19:23+0400
საქართველო
ისრაელი
ირანი
საზოგადოება
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277672018_0:208:3078:1939_1920x0_80_0_0_c983c66d605f1a25ce44ca0dedb46288.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 6 მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia - თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ავრცელებს.მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.გავრცელებული ინფორმაციით, 2 მარტს თბილისის აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დაგეგმილი სამი რეისი გაუქმდა.რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად, მათ რეისებს ცვლილებები არ შეხებია. შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივის განცხადებით, დარტყმების მიზანია - არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის განადგურების განზრახვის შესახებ განაცხადა.1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველო
ისრაელი
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277672018_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_f442fbc1bdf93a882c8251c112d526af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , ირანი , საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , ირანი , საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები
თელ-ავივი, დოჰა, შარჟა... - საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში 19 ფრენა გაუქმდა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 6 მიმართულებით 19 ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia - თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 მარტს თბილისის აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დაგეგმილი სამი რეისი გაუქმდა.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად, მათ რეისებს ცვლილებები არ შეხებია.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივის განცხადებით, დარტყმების მიზანია - არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის განადგურების განზრახვის შესახებ განაცხადა.
1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.