დაცული ტერიტორიები სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2026
გამოწერა
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ანაზღაურების ზრდა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთ ნაბიჯს გარემოს დაცვის გაძლიერებისა და პროფესიული კადრების მხარდაჭერის მიმართულებით.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. 2026 წლიდან საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ანაზღაურების ზრდა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთ ნაბიჯს გარემოს დაცვის გაძლიერებისა და პროფესიული კადრების მხარდაჭერის მიმართულებით.
„დაცული ტერიტორიების რეინჯერები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, უკანონო საქმიანობის პრევენციასა და ვიზიტორთა უსაფრთხოებას. მათი დაცვის ქვეშ ჩვენი ქვეყნის 13%-ზე მეტია“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს რეინჯერების პროფესიული განვითარების, აღჭურვილობის განახლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას, რათა ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა დაცული და შენარჩუნებული იყოს მომავალი თაობებისთვის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში საჯარო სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაახლოებით 2000 ლარამდეა - თანამშრომელთა ხელფასები დამოკიდებულია პოზიციაზე, ფუნქციებსა და სამუშაო გამოცდილებაზე.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 600 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0