https://sputnik-georgia.com/20260302/qrtamis-agebis-paqtze-samgoris-gamgeobis-tanamshromeli-daakaves-297396771.html
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
Sputnik საქართველო
გამოძიების ცნობით, საჯარო მოხელე, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. 02.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-02T12:29+0400
2026-03-02T12:29+0400
2026-03-02T12:29+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ქრთამის მიცემის ფაქტზე კი თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. კერძოდ, მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 ათასი ლარი. ბრალდებულები ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს. ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 ათასი ლარი - ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, ახალი ამბები
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
გამოძიების ცნობით, საჯარო მოხელე, სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ქრთამის მიცემის ფაქტზე კი თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. კერძოდ, მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 ათასი ლარი.
ბრალდებულები ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს. ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 ათასი ლარი - ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.